ტერაბანკის შიდა იდეათონი წარმატებით დასრულდა — კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო გუნდები და მათი ინოვაციური იდეები „ფაბრიკაში“ გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე დასახელდნენ.
შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე შვიდმა გუნდმა საკუთარი იდეა ბანკის მენეჯმენტს წარუდგინა. იდეათონის გამარჯვებულად სამი გუნდი დასახელდა, მათ შორის Stipendia.ge, ARoom, და SimbaCare, თითოეულს კი ბიზნესიდეის განვითარებისთვის 5 000-ლარიანი დაფინანსება გადაეცა.
Stipendia.ge საქართველოში პირველი საგანმანათლებლო-საძიებო პლატფორმაა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის, რომელიც ფოკუსირებულია დაფინანსებულ პროგრამებზე და ერთ სივრცეში აერთიანებს უცხოეთში სწავლის ყველა შესაძლებლობას. გამარჯვებულებს შორისაა აპლიკაცია ARoom, რომელიც მომხმარებლებს რემონტის პროცესს უმარტივებს და საშუალებას აძლევს, რეალურ დროში იხილონ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ინტერიერის სხვადასხვა დეტალი. რაც შეეხება SimbaCare-ს, ის Super App-ის კონცეფციაზე დაფუძნებული აპლიკაციაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ოთხფეხა მეგობრებისთვის საჭირო მომსახურებებს — დაზღვევას, სამედიცინო ისტორიასა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს.
იდეათონი წარმოადგენს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაინერგა. მისი მიზანია ტერაბანკის თანამშრომლების ინოვაციური და ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესიდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.