უკან დაბრუნება

26 ივნისს ტერაბანკის ორგანიზებით ბიზნესკლიენტებისთვის ვებინარი ჩატარდა

სიახლეები 27 ივნისი 2025

ბიზნესკლიენტებისთვის ორგანიზებული ვებინარების სერიის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა, „მზის ელექტროსადგურების მშენებლობა და მწვანე დაფინანსება“, გაიმართა.

ვებინარზე ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბექა ბიბილაშვილმა და კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ, ამომწურავად ისაუბრეს სახელმწიფო სუბსიდირების პროექტებზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროდუქტის პირობებსა და მზის ენერგიაზე დაფუძნებული ინვესტიციების შესაძლებლობებზე.

სპიკერებმა დამსწრეებს გააცნეს ტერაბანკის მწვანე შეთავაზებები და მზის ელექტროსადგურების როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური დეტალები. შეხვედრა შეეხო საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალს, მოქმედ რეგულაციებსა და ნებართვების მიღების პროცესს, ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპებს და პრაქტიკულ სარგებელს.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი