30 აპრილს ტერაბანკმა ინიციატივა Saasargeblo.ge-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესპროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვას.
SaaS კომპანიების: Signify-ის, Retain-ის, Back Office-ის, Storera-სა და Optio AI-ის წარმომადგენლებმა დამსწრეებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესში, ციფრული გადახდები და ელექტრონული კომერცია. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბანკებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე.
პროექტის ფარგლებში რეგულარულად იმართება ღია შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ინოვაციურ გადაწყვეტებს და გაციფრულდნენ.
პლატფორმის ამოქმედებიდან დღემდე უკვე არაერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა მცირე და საშუალო ბიზნესებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. ინიციატივა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს ბიზნესის წარმომადგენლებს.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.