ტერაბანკი მწვანე მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. თეგეტა აგრისთან პარტნიორობით, სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობას ბანკი ამჯერად კლიმატგონივრული აგროტექნიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს აძლევს.
შეთავაზების ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც თეგეტა აგრის კლიმატგონივრულ აგრარულ ტექნიკას ტერაბანკის შეღავათიანი მწვანე აგროსესხით შეიძენს, სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებს. შეთავაზება ვრცელდება მინდვრის ტრაქტორებსა და მიწის მომსწორებლებზე, რომლებიც GPS სისტემებითა და ავტომატური მართვითაა აღჭურვილი.
კერძოდ, შეთავაზების პირობებით, პროდუქციის ტერაბანკის შეღავათიანი აგროსესხით შეძენის შემთხვევაში, Valtra T235V-ის საველე ტრაქტორს და Fendt 724 Vario Gen6-ის საველე ტრაქტორს 2 000 ევრო აკლდება, მიწის მომსწორებელ Balex Ahtapot LX500A-ს კი 2 000 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროსესხის საპროცენტო განაკვეთს წლიური 8%-ით სოფლის განვითარების სააგენტოც დაასუბსიდირებს. პროდუქტზე ვრცელდება ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს გარანტიაც. შესაბამისად, შესაძენი ტექნიკის გარდა, სესხზე სხვა დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება.
ტერაბანკისთვის მწვანე პროდუქტების შეთავაზება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. მწვანე აგროსესხიც სწორედ ამ მიმართულების ნაწილია. პროდუქტი აგრობიზნესის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი და მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სასოფლო-სამეურნეო სფეროში საქმიანობა კლიმატგონივრული, მოქნილი და ხელსაყრელი პირობებით გააფართოონ.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.