ტერაბანკი ფულის გლობალურ კვირეულს წელსაც შეუერთდა და ღონისძიებაში „მოიწვიე ფინედუ კლასში“ მიიღო მონაწილეობა.
24 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბანკის თანამშრომლები, როგორც ფინედუს დესპანები, მარნეულის, ბოლნისის, გორისა და ქუთაისის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და III-XII კლასების მოსწავლეებს ინტერაქციული ფორმატის 10 ღია გაკვეთილი ჩაუტარეს. შეხვედრებზე მათ ფულის ისტორიის, მისი მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოში ფულის გლობალური კვირეული მეთერთმეტედ აღინიშნა. წელს ინიციატივის მთავარი თემა ფულის გონივრული მართვა იყო, სლოგანი კი — "დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად".
„ფულის გლობალურ კვირეულს“ საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და ამ პერიოდიდან ის 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველ გაზაფხულზე იმართება. ინიციატივის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება და მასში ტერაბანკი სისტემატურად ერთვება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.