უკან დაბრუნება

ტერაბანკისა და „შაინ ენერჯის“ მწვანე შეთავაზება მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებისთვის

სიახლეები 11 აპრილი 2025

ტერაბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულების განვითარებას აგრძელებს და, კომპანია „შაინ ენერჯისთან“ ერთად, მზის ენერგიის გამოყენების მსურველებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. 

შეთავაზების ფარგლებში, ვინც „შაინ ენერჯის“ მომსახურებებს ტერაბანკის საკრედიტო პროდუქტის დახმარებით შეიძენს, 5%-დან 15%-მდე ფასდაკლებას მიიღებს. ფასდაკლების ზუსტი ოდენობა პროექტის სიმძლავრეზე იქნება დამოკიდებული.

„შაინ ენერჯი“ მომხმარებლებს მზის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მშენებლობას სთავაზობს. ტერაბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მზის ელექტროსადგურის პროექტირებისა და მშენებლობის, ცალკეული კომპონენტების შესყიდვის, ტექნიკური დახმარებისა და ელექტროსადგურის მუდმივი მონიტორინგის მომსახურებებით სარგებლობაა შესაძლებელი. 

ტერაბანკისთვის გარემოს დაცვა, მცირე და საშუალო ბიზნესში თანამედროვე, განახლებადი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „შაინ ენერჯისთან“ პარტნიორობაც ბიზნესში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. 
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი