უკან დაბრუნება

ტერაბანკში ევროპის საინვესტიციო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა

სიახლეები 07 აპრილი 2025

ტერაბანკში ევროპის საინვესტიციო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდა. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა კლიმატური რისკების მართვისა და მწვანე დაფინანსების ჩარჩო,  რომელიც სრულად შეესაბამება როგორც თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი ანგარიშგების მოთხოვნებს. 

პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგებოდა. ერთი ნაწილი გულისხმობდა კლიმატური რისკების მართვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას, რომელიც თავსებადია IFRS S2-ის მოთხოვნებთან, კლიმატური სატრანზიტო გეგმის მომზადებას, კლიმატური რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებას, ასევე, სათბურის გაზების (GHG) ემისიის გაანგარიშების მეთოდოლოგიების შექმნას, რომლებსაც კლიმატური ბიზნესმოდელი დაეფუძნება. 

პროგრამის მეორე კომპონენტი — მწვანე დაფინანსების ჩარჩო კი მიზნად ისახავდა საბანკო სექტორში მდგრადი ფინანსების ინტეგრაციას, ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სტრატეგიის შემუშავებას, ახალი მწვანე პროდუქტების შექმნასა და ორგანიზაციის შიდა პროცესების ადაპტაციას. აღსანიშნავია, რომ ჩარჩო შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასა და EU Taxonomy-სა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა მწვანე დაფინანსების სტრატეგიებიც, რომელთა საფუძველზე ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მწვანე სასესხო პროდუქტები შეიქმნება. 

მწვანე დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სპეციალური გადამზადება გაიარეს ტერაბანკის თანამშრომლებმაც: ჩატარდა ტრენინგები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები, შეიქმნა სასწავლო მასალები კლიმატური რისკების მართვისა და მწვანე დაფინანსების საკითხებზე. შესაბამისი თემატიკის შესახებ გადამზადდნენ ტრენერებიც, რომლებიც ტერაბანკის გუნდს ახალი პროცესების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების წარმატებულ ინტეგრაციასა და კლიმატური ტრანზიციის პროცესის მართვაში დაეხმარებიან. 

მწვანე დაფინანსების პროგრამა 2024 წლის იანვარში დაიწყო და 14 თვის განმავლობაში გაგრძელდა. პროგრამის შედეგებზე დაყრდნობით, ტერაბანკი სხვადასხვა მწვანე პროდუქტს შეიმუშავებს და დაინტერესებულ მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. 
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი