უკან დაბრუნება

აქცია მობაილ და ინტერნეტბანკით გახსნილ ვადიანი ტიპის ანაბრებზე ტერაბანკისგან

სიახლეები 31 მარტი 2025

მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკში ანაბრებს მობაილ ან ინტერნეტბანკით გახსნიან, ახალ აქციაში ჩაერთვებიან და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ. 

ნებისმიერი ფიზიკური პირი, ვინც ანაბარს ლარში გახსნის, სტანდარტულ სარგებელზე დამატებით 0.5%-ს მიიღებს, დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებზე კი - დამატებით 0.3%-ს. 

აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს. პირობებით სარგებლობისთვის საკმარისია, დაინტერესებულმა პირმა ზრდადი, Flex ანაბარი, ვადიანი ან სადეპოზიტო სერტიფიკატი მობაილ ან ინტერნეტბანკით გახსნას. 

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც არ არიან ტერაბანკის მომხმარებლები, მომხმარებლად რეგისტრაცია დისტანციურად შეუძლიათ: https://account.terabank.ge/intro. რეგისტრაციის შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დისტანციურადვე შეიძინონ სატარიფო პაკეტი, გაიაქტიურონ მობაილ და ინტერნეტბანკი, გახსნან სასურველი ანაბარი და ისარგებლონ ახალი აქციის პირობებით.

თითოეული ანაბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კონკრეტული ანაბრის შესაბამის გვერდზე.

განახლებული მობაილბანკის გადმოწერა შესაძლებელია ბმულებზე:

IOS: https://apple.co/4dGlDhF   
Android: https://bit.ly/4h3YloG  

ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ: https://ebanking.ge/login 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი