უკან დაბრუნება

საოპერაციო პროდუქტები ელექტრონული ხელმოწერით ტერაბანკისგან

სიახლეები 11 მარტი 2025

ტერაბანკის მომხმარებლებისთვის ვადიანი და მოთხოვნამდე ტიპის ანაბრების გახსნა, სადეპოზიტო სერტიფიკატით სარგებლობა, პლასტიკური ბარათების შეკვეთა, სატარიფო პაკეტების გააქტიურება და სხვა საოპერაციო დოკუმენტების გაფორმება ელექტრონული ხელმოწერითაა შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ტერაბანკში ანგარიში აქვთ გახსნილი.


ელექტრონული ხელმოწერა პლატფორმა Signify-სთან თანამშრომლობით დაინერგა. მისი დახმარებით, ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დოკუმენტს ნებისმიერი ადგილიდან, ხელი მოაწერონ ელექტრონულად და სასურველი პროდუქტებით კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ისარგებლონ. 


ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა ტერაბანკის დიჯიტალიზაციის ინიციატივის ნაწილია. ის ხელს შეუწყობს საბანკო პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობას, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებასა და ადამიანური რესურსის დაზოგვას. 
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი