უკან დაბრუნება

Mastercard-ისა და Wolt-ის ერთობლივი შეთავაზება ქალთა დღისთვის

სიახლეები 07 მარტი 2025

Mastercard ბარათის მფლობელებს ქალთა დღესთან დაკავშირებით 25%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეუძლიათ. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს, რომელიც 8 მარტს Wolt-ის აპლიკაციით შეიძენს პროდუქციას, Mastercard ბარათით ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხის 25% Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდება.

შეთავაზების პირობის მიხედვით:

  • ტრანზაქციის მინიმალური თანხაა 60 ლარი;
  • ქეშბექის მაქსიმალური ოდენობაა 30 ლარი;
  • შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Google Pay-ით და Apple Pay-ით გადახდისას და  ვრცელდება შემდეგი კატეგორიის ობიექტებში: სილამაზე და თავის მოვლა, აფთიაქი, სუპერმარკეტი, ყვავილებისა და ალკოჰოლის მაღაზია, საცხობი.
  • მომხმარებელს შეუძლია ქეშბექი გამოიყენოს 14 დღის განმავლობაში ყველა საცალო ობიექტებში პროდუქციის შეძენის დროს, გარდა რესტორნებისა;
  • ერთ მომხმარებელს აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ორჯერ;
  • შეთავაზება მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ქობულეთი, ფოთი და ზუგდიდი.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 8 მარტს.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი