ტერაბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დისტანციურ საბანკო მომსახურებებს სთავაზობს. ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად და სწრაფად ისარგებლონ მათთვის სასურველი საბანკო პროდუქტითა და სერვისით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ფიზიკური პირები ტერაბანკის მომხმარებლად რეგისტრაციას დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე შეძლებენ. რეგისტრაციის შემდეგ მათ შეეძლებათ გახსნან საბანკო ანგარიში და მარტივად განკარგონ საკუთარი ფინანსები — თავადვე გაგზავნონ ტერაბანკის საბანკო ანგარიშზე გზავნილები რიკო გრამის, რია მანი ტრანსფერის, ინტელექსპრესის მეშვეობით და გაანაღდონ ისინი ინტერნეტ ან მობაილბანკით. ასევე გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და სწავლის საფასური, დისტანციურად მოითხოვონ სესხი და გახსნან ანაბარი, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ბანკის მომსახურებებისა და მათთვის საინტერესო საბანკო პროდუქტების შესახებ.
მომხმარებლის დისტანციურად რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ ID ბარათი ან პასპორტი, პროცესის გასავლელად კი მსურველები უნდა ეწვიონ ბმულს: https://account.terabank.ge/intro
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.