უკან დაბრუნება

ტერაბანკის ბიზნეს ბარათების დამატება უკვე Apple Wallet-სა და Google Wallet-შია შესაძლებელი

სიახლეები 30 იანვარი 2025

ტერაბანკი იურიდიულ პირებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან მათ ბიზნეს ბარათების Apple Wallet-სა და Google Wallet-ში დამატება და Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდა შეუძლიათ. სერვისის ამოქმედების შედეგად, ბიზნეს ბარათებით სარგებლობა მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია.

ბიზნეს ბარათის მფლობელს შეუძლია, ის Apple Wallet-სა ან Google Wallet-ში ერთხელ დაამატოს და სავაჭრო ობიექტებსა თუ ვებსაიტებზე გადახდები მათი მეშვეობით განახორციელოს.

Apple Pay და Google Pay გადახდის სწრაფი, მარტივი, უსაფრთხო და დაცული მეთოდებია და მათ ტერაბანკის მომხმარებლები, რომლებიც ფიზიკური პირები არიან, საკმაოდ აქტიურად იყენებენ. 

ბიზნეს ბარათის დახმარებით ნებისმიერ არხში შესრულებულ გადახდაზე სრულად პასუხისმგებელია იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან დირექტორი. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი