Mastercard-ისა და Turkish Airlines-ის ერთობლივი შეთავაზების პირობები სრულად
22 ნოემბერი 2024
შეთავაზება ვრცელდება 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ბილეთებზე, რომელთა ფრენის მარშრუტები თარიღდება 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით;
შეთავაზება ვრცელდება საქართველოდან შემდეგი ქალაქების მიმართულებით მიმავალ ეკონომ კლასისა და ბიზნეს კლასის ავიარეისებზე: სტამბული, ნიუ-იორკი, ლონდონი, ბარსელონა, მადრიდი, ბრიუსელი, ჟენევა, პარიზი, ლოს-ანჯელესი, ბერლინი, რომი, ამსტერდამი, მილანი, ვენა, ფრანკფურტი, მიუნხენი, ციურიხი, პრაღა, ვაშინგტონი და ლისაბონი;
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მხოლოდ Turkish Airlines-ის მობილური აპლიკაციისა ან ვებგვერდის საშუალებით ბილეთების შეძენა;
თითოეული პრომო კოდი განკუთვნილია ერთი ავიაბილეთისთვის, რომლის ჯავშანიც ერთი ადამიანის სახელზე ფიქსირდება და მაქსიმუმ 9 მგზავრზე შეიძლება გავრცელდეს;
ფასდაკლება არ მოქმედებს მგზავრობის ცვლილებისა და/ან გაუქმების შემდეგ გაცემულ ბილეთებზე;
ფასდაკლების ოდენობა და საბოლოო ფასდაკლებული თანხა გამოჩნდება გადახდის ტიპის არჩევის შემდეგ, გადახდის გვერდზე, როდესაც მომხმარებელი პრომო კოდს მიუთითებს/შეიყვანს "Promotion Code" ველში;
ფასდაკლების მოცულობა საბაზისო საფასურზე შეადგენს 15%-ს. ფასდაკლების მოცულობა არ ვრცელდება გადასახადებზე და მისი მოქმედება შეზღუდულია;
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ეკონომ კლასის ბრონირების კლასებზე, კერძოდ: Y, B, M, A, H, S, O, E, Q, T, L, V-ზე და ბიზნეს კლასის ბრონირების კლასებზე: C, D, Z და K-ზე;
შეთავაზება არ ვრცელდება 2024 წლის 24 დეკემბრიდან 2024 წლის 4 იანვრის ჩათვლით ბათუმიდან და თბილისიდან გამოფრენილ რეისებზე, და ასევე ამავე პერიოდის ფარგლებში ბათუმისა და თბილისის მიმართულებით მიმავალ რეისებზე;
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Turkish Airlines-ის მიერ შესრულებულ რეგულარულ ავიარეისებზე და არ მოიცავს AJet-ის, Turkish Airlines-ის codeshare-ის და Star Alliance პარტნიორი ავიაკომპანიების რეისებს;
ბილეთების შეძენის ვადა და სამოგზაურო პერიოდი სრულდება თურქეთის დროის მიხედვით;
ფასდაკლების ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს გაცვლითი კურსების შესაბამისად;
Turkish Airlines აქვს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს შეთავაზების პირობები და სხვა საინფორმაციო დეტალები, ან სრულად გააუქმოს შეთავაზება.