ტერაბანკის ვებინარების სერიის ფარგლებში ახალი შეხვედრა - „მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა“ ჩატარდა.
ვებინარს ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი, კონსტანტინე მაქაცარია და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ბოსტაშვილი გაუძღვნენ. სპიკერებმა სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საკონსულტაციო მომსახურებებისა და მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელსაყრელ მიმდინარე და ახალ საკრედიტო პროდუქტებზე ისაუბრეს.
ტერაბანკი კვლავ განაგრძობს ვებინარების სერიას და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.