უკან დაბრუნება

ტერაბანკის მობაილბანკი განახლებული ინტერფეისითა და ფუნქციონალით უკვე ხელმისაწვდომია

სიახლეები 11 ოქტომბერი 2024

ტერაბანკის მომხმარებლებს ამიერიდან განახლებული მობაილბანკით სარგებლობა შეუძლიათ. განახლების შემდეგ კიდევ უფრო გამარტივებულია მისი ინტერფეისი და UI/UX დიზაინი, თავად აპლიკაცია კი მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულია.

აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებლებს  სასურველი პროდუქტებისა და სერვისების  — ანაბრების, ბარათებისა და სატარიფო პაკეტების, ავტომატური გადახდებისა და გადარიცხვების გააქტიურება შეუძლიათ. მობაილბანკი მათ საშუალებას აძლევს, მოითხოვონ სესხები, ისარგებლონ კალათაში კომუნალური გადასახადების დამატების ფუნქციით და აკონტროლონ მოახლოებული გადახდები, შეასრულონ გადარიცხვები და შექმნან შაბლონები, მიიღონ და გაგზავნონ გზავნილები. 

განახლებულ მობაილბანკში ინტეგრირებულია ტერა ქულების ფუნქციონალიც: მომხმარებლებს შეუძლიათ, გაანაღდონ დაგროვილი ტერა ქულები, შეავსონ ტელეფონის ბალანსი და გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. 

ტერაბანკის განახლებული მობაილბანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულებზე: 

ტერაბანკი ციფრული არხების განვითარებაზე მუშაობას და მომხმარებლებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას სამომავლოდაც განაგრძობს.
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი