უკან დაბრუნება

ტერაბანკი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს

სიახლეები 03 ოქტომბერი 2024

ტერაბანკი ახალგაზრდების განათლებისა და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებსაც პრაქტიკული საგნის „აგრო პროექტის“ ფარგლებში საუკეთესო აკადემიური მოსწრება ექნებათ, მეოთხე კურსის მეორე სემესტრის გადასახადს დაუფარავს. 

ტერაბანკი ახალგაზრდების განათლებისა და აგროსექტორის განვითარების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მხარდაჭერას ემსახურებოდა აგროფორუმი, რომელიც ბანკთან პარტნიორობით, აგრარულ უნივერსიტეტში, 26 სექტემბერს ჩატარდა. აგროფორუმზე სტუდენტებმა მთელი სემესტრის განმავლობაში მოყვანილი ერთწლიანი კულტურების მოსავალი წარადგინეს.  

ფორუმს აგროკომპანიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, თეო ურუშაძემ, რომლებმაც პარტნიორ კომპანიებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. აგროფორუმის მონაწილე 17 სტუდენტს კი ტერაბანკმა, როგორც ღონისძიების პარტნიორმა, ბრენდირებული სამახსოვრო ნივთები გადასცა. 

ინიციატივა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებების — ახალგაზრდების სწავლისა და  აგროსექტორის მხარდაჭერას ემსახურება. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი