ტერაბანკი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამასთან თანამშრომლობასა და მიკროსესხების გაცემას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მიკროსესხები მხოლოდ 50 000 ლარს ზემოთ გაიცემოდა, პროგრამის დახმარებით კი, მიკრო და მცირე მეწარმეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა თუ განვითარებისთვის, 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის თანხა მიიღონ. გარდა ამისა, მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც სესხით პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ, სააგენტოსგან გირაოში 80%-იანი მხარდაჭერა ექნებათ, მაქსიმალური ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი კი მათთვის 8.5% შეადგენს.
საგულისხმოა, რომ მიკრომეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა მეწარმე ქალებისთვის, ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველი და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის დამატებით შესაძლებლობებსაც ითვალისწინებს. მაქსიმუმ 60 თვის განმავლობაში ისინი სააგენტოსგან სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას მიიღებენ, სესხის საპროცენტო განაკვეთი და გაცემის საკომისიოც მათთვის 0% იქნება.
პროგრამაში მონაწილეობა დააინტერესებთ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საქმიანობის დაწყება ან განვითარება სილამაზის სალონების, ავტოსახელოსნოების, ხის საამქროების, ფეხსაცმლისა, ტყავის ნაწარმის რემონტის ან სხვა მიმართულებებით სურთ. მიკროსესხები საუკეთესო შესაძლებლობა იქნება იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორც სერვისს, სთავაზობენ.
დეტალები პროგრამის შესახებ: https://bit.ly/4gRbqlw
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.