უკან დაბრუნება

Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები ბიზნესლაუნჯებით სარგებლობას სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ

სიახლეები 25 სექტემბერი 2024

1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ნებისმიერი Visa პრემიუმ ბარათის მფლობელისთვის იცვლება ბიზნესლაუნჯებით სარგებლობის წესები პირობები. შესაბამისი მომსახურების მიღება  უკვე აპლიკაცია  Visa Airport Companion-ის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. 

ლაუნჯით სარგებლობის ახალი პირობების მიხედვით:

  • Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი პირველ ვიზიტს მიიღებს საჩუქრად, მიუხედავად იმისა, 2024 წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) რამდენი ვიზიტი ჰქონდა გამოყენებული.  
  • პირველი ვიზიტის შემდეგ, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ ლაუნჯებით სარგებლობას, თუ ვიზიტამდე 35 დღით ადრე, საკუთარ ბარათზე ჯამურად უფიქსირდებათ მინიმუმ 1 500 ლარის ტრანზაქცია (იგულისხმება მხოლოდ პოს-ტერმინალებისა და ელ.კომერციის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციები, ბანკომატის საშუალებით შესრულებული ოპერაციები არ მოიაზრება). აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, Visa Platinum ბარათების მფლობელები წლის განმავლობაში ლაუნჯში ვიზიტით ისარგებლებენ მაქსიმუმ 6-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათების მფლობელები ულიმიტოდ. 
  • იმ შემთხვევაში, თუკი ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე Visa Platinum ბარათის მფლობელს უფიქსირდება 5 000 ლარის ტრანზაქცია, ბარათის მფლობელი ლაუნჯში ვიზიტს ულიმიტო რაოდენობით შეძლებს

აპლიკაციის გამოყენებისთვის, App Store-ისა ან Google Play-იდან ჩამოტვირთვის შემდეგ მომხმარებლებმა აპლიკაციაში Visa პრემიუმ ბარათები უნდა დაარეგისტრირონ. შედეგად,  შეძლებენ Visa Airport Companion-ით მოიძიონ 1 200-ზე მეტი ბიზნესლაუნჯის მდებარეობა, შეამოწმონ, რამდენი ვიზიტი აქვთ დარჩენილი და ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიებით.

აპლიკაციის გამოყენება მარტივია. მომხმარებელი Visa Airport Companion-ში ირჩევს სასურველ ლაუნჯს, აჭერს ღილაკს Walk in, შემდეგ Membership-ს და იღებს წვდომას, ლაუნჯის თანამშრომლებს კი ციფრულ საწევროს ან QR კოდს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ ბიზნესლაუნჯით სარგებლობის უპირატესობები  Visa Platinum-ის, Visa Platinum Busines-ის,Visa Signature-ის, Visa Signature Business-ისა დაVisa Infinite-ის მფლობელებზე ვრცელდება. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი