1-ელი ოქტომბრიდან Visa-ს პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის ბიზნესლაუნჯებით სარგებლობის წესები იცვლება, შესაბამისი მომსახურების მიღება უკვე აპლიკაცია Visa Airport Companion-ის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
აპლიკაციის გამოყენებისთვის, App Store-ისა ან Google Play-იდან ჩამოტვირთვის შემდეგ მომხმარებლებმა აპლიკაციაში Visa პრემიუმ ბარათები უნდა დაარეგისტრირონ. შედეგად, შეძლებენ Visa Airport Companion-ით მოიძიონ 1 200-ზე მეტი ბიზნესლაუნჯის მდებარეობა, შეამოწმონ, რამდენი ვიზიტი აქვთ დარჩენილი და ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიებით.
აპლიკაციის გამოყენება მარტივია. მომხმარებელი Visa Airport Companion-ში ირჩევს სასურველ ლაუნჯს, აჭერს ღილაკს Walk in, შემდეგ Membership-ს და იღებს წვდომას, ლაუნჯის თანამშრომლებს კი ციფრულ საწევროს ან QR კოდს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ ბიზნესლაუნჯით სარგებლობის უპირატესობები Visa Platinum-ის, Visa Platinum Busines-ის,Visa Signature-ის, Visa Signature Business-ისა დაVisa Infinite-ის მფლობელებზე ვრცელდება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.