აქცია გრძელდება - გახდი ტერაბანკის მომხმარებელი დისტანციურად და დასაჩუქრდი
აქცია გრძელდება 31.12.2024-ის ჩათვლით. მომხმარებელები, რომელებიც რეგისტრაციის პროცესს დისტანციურად გაივლიან, ტერაბანკისგან მიიღებენ საჩუქრებს:
• 0.50%-ით მეტ სარგებელს ლარის ვადიანი ტიპის პირველ ანაბარზე;
• 0.50%-ით ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს პირველ სესხზე.
მომხმარებლები, რომლებიც მიიღებენ საჩუქრებს, პირველ ანაბარზე მეტი საპროცენტო სარგებლით და სესხის ნაკლები საპროცენტო განაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში.
მომხმარებლად დისტანციურად რეგისტრაციის ფუნქციონალი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ შეიძინოს სასურველი სატარიფო პაკეტი და პაკეტის ფარგლებში უფასოდ გახსნას მულტისავალუტო ანგარიში, შეუკვეთოს სადებეტო ბარათი, გაიაქტიუროს ინტერნეტ/მობაილბანკი და SMS მომსახურება.
რეგისტრაციისთვის დაინტერესებული პირი უნდა ესტუმროს შესაბამის გვერდს და მიჰყვეს მომდევნო ეტაპებს.
დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, დისტანციურად, ინტერნეტ/მობაილბანკის საშუალებით, შეასრულოს სასურველი საბანკო ოპერაცია, ასევე, გაიაქტიუროს ავტომატური გადახდები თუ გადარიცხვები სასურველ თარიღსა და თანხაზე უფასოდ.
დისტანციური რეგისტრაცია
გახდი ტერაბანკის მომხმარებელი ონლაინ და მიიღე სრული საბანკო მომსახურება ფილიალში ვიზიტის გარეშე.