ტერაბანკი ახალ აქციას იწყებს და მომხმარებლებს 100 000 ლარამდე ბიზნესსესხებზე სპეციალურ პირობას სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, მსურველები აგვისტოსა და სექტემბერში აღებულ მინი მიკრო ბიზნესსესხებზე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. პირველი 3 თვის განმავლობაში ისინი არც სესხის პროცენტს გადაიხდიან და არც — ძირს, გადავადებული შენატანები კი მათ სესხის დარჩენილ ვადაზე გადაუნაწილდებათ.
აქცია მომგებიანი შესაძლებლობაა იმ მიკრო ბიზნესების მფლობელებისთვის, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის გაფართოება ან განვითარება სურთ და ამ მიზნით ფინანსების მოძიებას გეგმავენ. ტერაბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და აქციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვაა.
აქციით სარგებლობის მსურველებს მინი მიკრო ბიზნესსესხის მოთხოვნა როგორც ფილიალებში, ისე ტერაბანკის ოფიციალური ვებსაიტიდან შეუძლიათ.
აქცია ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.