აქცია ვადიანი ტიპის ანაბრებზე ტერაბანკისგან
სიახლეები
08 აგვისტო 2024
ვადიანი ტიპის ანაბრებზე ტერაბანკში აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებში მაღალ საპროცენტო სარგებელს გთავაზობთ. აქციის პირობები ვრცელდება დოლარსა და ევროში გახსნილ ვადიან, ზრდად, Flex ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე.
აქციაში ჩართულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა აქვს, აშშ დოლარში გახსნილ ანაბარზე 5.30%-მდე (ეფექტური - 5.17%-მდე), ევროში გახსნილ ანაბარზე კი 4.30%-მდე (ეფექტური - 4.21%-მდე) საპროცენტო სარგებელი მიიღოს.
ვადიანი ანაბრის გახსნა როგორც დისტანციურად - ბანკის ვებგვერდზე, ინტერნეტ ან მობაილბანკით, ისე ტერაბანკის ფილიალებში სტუმრობით შეგიძლიათ.
განახლებული საპროცენტო განაკვეთები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამისი ანაბრის გვერდზე.