ტერაბანკი, ბიზნესსაქმიანობების განვითარების მხარდასაჭერად, საინფორმაციო ონლაინშეხვედრების ჩატარებას განაგრძობს. 18 ივლისს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, ვებინარი ამჯერად ფინანსური განათლებისა და სტაბილურობის თემაზე გაიმართა.
ვებინარის მიმდინარეობისას სპიკერები სტუმრებს ისეთი საკითხების შესახებ ესაუბრნენ, როგორებიცაა ფინანსური განათლების როლი, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების კვლევის შედეგები საქართველოში, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ფაქტორები და ინდიკატორები, მდგრადი დაფინანსება, ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები.
ვებინარს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები - ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ახალკაცი და ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი უძღვებოდნენ.
ბიზნესის მხარდამჭერი საინფორმაციო ონლაინშეხვედრების ჩატარებას ტერაბანკი კვლავ გააგრძელებს.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.