უკან დაბრუნება

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

სიახლეები 21 ივნისი 2024

10, 12, და 13 ივნისს ტერაბანკმა ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. 


ღონისძიებების მიმდინარეობისას 200-მდე ადგილობრივმა სტუმარმა დეტალური ინფორმაცია მიიღო სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების, ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის შესაბამისი პროდუქტების შესახებ. ტერაბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტერა ლიზინგის წარმომადგენლებმა მათ დეტალურად გააცნეს გირაოს საგარანტიო სქემის, Start up სესხებისა და უგირავნო ბიზნეს სესხების პირობები, ექსპორტის მხარდამჭერი და საკონსულტაციო ცენტრების სერვისები, ტერა ლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამების შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. 


ტერაბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით რეგულარულად ტარდება. საგულისხმოა, რომ ღონისძიებები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დიდ დაინტერესებას იწვევს. ინიციატივის განხორციელებას ტერაბანკი სამომავლოდაც განაგრძობს. 
 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი