უკან დაბრუნება

ტერაბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ფიზიკური პირებისთვის

სიახლეები 16 მაისი 2024

ტერაბანკში ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებისა და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მუდმივად ვმუშაობთ. 

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ინტერნეტბანკი მნიშვნელოვნად განახლდა და ამიერიდან ის უფრო დახვეწილ და ეფექტურ საბანკო გამოცდილებას უზრუნველყოფს.

ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალი მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ განახლებულ მთავარ გვერდს, პროდუქტის შეკვეთისა და აქტივაციის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს მოიცავს. ასევე, მომხმარებლები ისარგებლებენ ახალი ფუნქციით, რომელიც მათ მოახლოებული გადასახადების შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის.

ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციებით სარგებლობა 17 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. 

განახლებული ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ: ebanking.ge/login

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი