მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა SaaSargeblo.ge B2B შეხვედრებს აგრძელებს. ტერაბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი შეხვედრა 26 აპრილს, ამჯერად ბათუმში ჩატარდა და მას სასტუმრო „ჰილტონმა“ უმასპინძლა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების გაცნობას, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულების ხელშეწყობასა და, შედეგად, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრის მიმდინარეობისას 10 SaaS სტარტაპის დამფუძნებლებმა დამსწრეებს საკუთარი პროდუქტები, მომსახურებები და ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები წარუდგინეს, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის გაზრდასა და გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ინდუსტრიის 200-მდე წარმომადგენელი იღებდა. ტერაბანკის გენერალურ დირექტორთან, თეა ლორთქიფანიძესთან ერთად, სტუმრებს სიტყვით ბათუმის ვიცე მერმა, ლევან დავითაძემ და აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემაც მიმართა.
SaaSargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში ეხმარება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.