ტერაბანკი განაგრძობს ბიზნესკლიენტებისთვის განკუთვნილი ვებინარების სერიას.
ვებინარს - "სუბსიდირებული ეკო სესხები მზის პანელებისთვის"- ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილე, ბექა ბიბილაშვილი და კომპანია Geo-Energy -ის მმართველი პარტნიორი, ლევან აბაშიძე გაუძღვნენ. ლევან აბაშიძემ სამეწარმეო საქმიანობაში მზის პანელების გამოყენებაზე ისაუბრა, ბექა ბიბილაშვილმა კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პროგრამები და შეღავათიანი აგრო კრედიტის პირობები განიხილა.
ვებინარის ბოლოს სპიკერებმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.
ტერაბანკი კვლავ განაგრძობს ვებინარების სერიას და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.