უკან დაბრუნება

ახალი აქცია იურიდიული პირებისთვის ტერაბანკისგან

სიახლეები 01 აპრილი 2024

ტერაბანკი იურიდიულ პირებისთვის ახალ აქციას იწყებს. აქციის პირობებით, პირველი აპრილიდან 2 თვის განმავლობაში იურიდიული პირები მიმდინარე მულტისავალუტო ანგარიშს უფასოდ გახსნიან და 12 თვის განმავლობაში ამ ანგარიშით ასევე უფასოდ ისარგებლებენ. აქციაში ჩართული მომხმარებლები SMS მომსახურებით, SMS დიჯიპასიანი ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ბიზნესბარათით, ინტერნეტბანკით შესრულებული ავტომატური და კომუნალური გადარიცხვებითაც დასაჩუქრდებიან. 

ამას გარდა, პირობების მიხედვით, იურიდიული პირები ეროვნულ ვალუტაში ინტერნეტბანკით თანხის სხვა ბანკებში გადარიცხვას 6 თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ, შემდეგი 6 თვის განმავლობაში კი მათთვის ამ მომსახურებით სარგებლობის საფასური, თანხის მოცულობის მიუხედავად, ფიქსირებულად 1 ლარი იქნება. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, ევროსა და დოლარში გადარიცხვა 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება, მომდევნო 9 თვე კი ტარიფები 15 აშშ დოლარსა და 15 ევროს შეადგენს. აქციაში ჩართული იურიდიული პირები კონვერტაციის სპეციალური კურსითაც ისარგებლებენ. 

აქცია 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ტერაბანკის ბიზნესკლიენტი გახდება.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი