უკან დაბრუნება

ტერაბანკის იდეათონის გამარჯვებულები ცნობილია

სიახლეები 22 მარტი 2024

ტერაბანკის შიდა იდეათონის საზეიმო დახურვაზე, რომელიც 20 მარტს, „ფაბრიკაში“ ჩატარდა“, საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორები გამოვლინდნენ. ინიციატივის გამარჯვებულებად სამი გუნდის — Izzy Travel-ის, Pixcell-ისა და Renovator-ის წევრები დასახელდნენ. 

დაჯილდოებამდე ფინალურ ეტაპზე გასულმა ხუთმა გუნდმა ჟიურის, რომელთა შორის ტერაბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები იყვნენ, საკუთარი ბიზნესიდეები წარუდგინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. თითოეულ გამარჯვებულ გუნდს ბიზნესპროექტის განვითარებისთვის 5000-5000 ლარი გადაეცა. 

Izzy Travel ტურისტული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სასურველი ტური მარტივად, საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად დააორგანიზოს, PixCell  გასული საუკუნის ბოლო წლების არკადული აპარატებით შთაგონებული პროდუქტია და მსურველებს საუკეთესო რეტრო თუ თანამედროვე თამაშებს შესთავაზებს. რაც შეეხება Renovator-ს, ის მშენებლობითა და რემონტით დაინტერესებულებს სხვადასხვა ინფორმაციას ერთიან სივრცეში მიაწვდის. 

ტერაბანკის იდეათონი მცირე ბიზნესიდეების პრე-აქსელერაციის პროგრამაა, რომლის განხორციელებაც გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. იდეათონის მიზანი ტერაბანკის თანამშრომლების საინტერესო და ინოვაციური ბიზნესიდეების განვითარების ხელშეწყობაა. ინიციატივის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი