უკან დაბრუნება

ტერაბანკი ფულის გლობალურ კვირეულს შეუერთდა

სიახლეები 22 მარტი 2024

ტერაბანკი ფულის გლობალური კვირეულის კამპანიაში ჩაერთო და ტრადიციულ ღონისძიებას „მოიწვიე ფინედუ კლასში“ შეუერთდა. 

კამპანიის ფარგლებში, 18-დან 22 მარტის ჩათვლით, ტერაბანკის თანამშრომლებმა, როგორც ფინედუს დესპანებმა, III-XII კლასის მოსწავლეებისთვის მარნეულში პრეზენტაციები ჩაატარეს. შეხვედრებზე მათ ფულისა და ქართული ფულის ისტორიაზე, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე, ფინანსურ უსაფრთხოებასა და სხვა საყურადღებო საკითხებზე ისაუბრეს. 

ფულის გლობალური კვირეული, რომელშიც ტერაბანკი სისტემატურად ერთვება, 2012 წლიდან, 170-ზე მეტ ქვეყანაში, ტრადიციულად გაზაფხულზე იმართება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზაციას. საქართველო ამ კვირეულს უკვე მეათედ უერთდება. წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია „დაიცავი შენი ფული, დაიცავი მომავალი“.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი