უკან დაბრუნება

სესხის პროდუქტები ელექტრონული ხელმოწერით ტერაბანკისგან

სიახლეები 26 თებერვალი 2024

ტერაბანკის მომხმარებლებისთვის სესხის პროდუქტებით სარგებლობა ელექტრონული ხელმოწერითაა შესაძლებელი. სიახლე ყველა პროდუქტზე ვრცელდება და მისი გამოყენება შეუძლიათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ტერაბანკში ანგარიში უკვე აქვთ გახსნილი.

ელექტრონული ხელმოწერა პლატფორმა Signify-სთან თანამშრომლობით დაინერგა. მისი დახმარებით, ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დოკუმენტს ნებისმიერი ადგილიდან, ხელი ელექტრონული მოწყობილობით მოაწერონ და სასურველი პროდუქტებით კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ისარგებლონ.

ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა ტერაბანკის დიგიტალიზაციის ინიციატივის ნაწილია. ის ხელს შეუწყობს საბანკო პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობას, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებასა და ადამიანური რესურსის დაზოგვას.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი