ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც პლასტიკური ბარათის აღება ან განახლება სურთ, განსკუთრებულ აქციას სთავაზობს. აქციის პირობების მიხედვით, ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, Mastercard გოლდის ან Visa გოლდის პლასტიკური ბარათი კლასიკის ფასად აიღოს და მრავალფეროვანი უპირატესობებით ისარგებლოს.
Mastercard გოლდისა და Visa გოლდის მაღალი კლასის პლასტიკური ბარათების მფლობელები არაერთი ბენეფიტით სარგებლობენ. მათ შორისაა: მაღალი განაღდების ლიმიტი და ტერა ქულების დაგროვების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ახალი აქციის დახმარებით, ეს უპირატესობები ტერაბანკის მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
აქციით სარგებლობა ტერაბანკის არსებულ და ახალ მომხმარებლებს ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით ან მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის ნომერზე (255 00 00; მობილურიდან *5050) მოთხოვნის დაფიქსირების საფუძველზე შეუძლიათ. Mastercard გოლდისა და Visa გოლდის პლასტიკური ბარათების აქცია 2024 წლის 15 თებერვლიდან 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.