ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში 2023 წელს დადებითი დინამიკა აჩვენა
ტერაბანკმა საქმიანობის სტრატეგიული სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით 2023 წელს კვლავაც პოზიტიურად მზარდი ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ტერაბანკის საკრედიტო პორტფელი, 2022 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა, სადეპოზიტო პორტფელი — 8%-ით, ბიზნესკლიენტების რაოდენობა კი 22%-ით. 2023 წლის განმავლობაში ტერაბანკმა წარმოების, ვაჭრობის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ათასობით ბიზნესი დააფინანსა, რითაც ხელი შეუწყო არაერთი ინდუსტრიისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
საგულისხმოა, რომ გასულ წელსაც ტერაბანკი ტრადიციულად აქტიურად აგრძელებდა დაფინანსების სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამებისთვის ბანკმა ახალი პროდუქტი —შეღავათიანი Start Up ბიზნეს და აგროსესხები შექმნა და 2023 წლის განმავლობაში ჯამურად 6 მილიონი ლარის Start Up ბიზნეს და აგროსესხები გასცა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაცემულ სესხებში კი ტერაბანკის წილმა 20% შეადგინა.
გასულ წელს ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესს ტერა ლიზინგი შესთავაზა. ის Bizon.ge-სთან ერთად შემუშავდა და მეწარმეებს ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად, ლიზინგსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. პროდუქტი ბიზნესისთვის ძირითად საშუალებებზე ხელმისაწვდომობას ზრდის, ხელს უწყობს საწარმოების გადაიარაღებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას. ამას გარდა, ტერაბანკმა საქართველოში პირველმა დანერგა საერთაშორისო ანგარიშსწორების პლატფორმა Visa B2B Connect, რომელიც ნებისმიერ ბიზნესკლიენტს საშუალებას აძლევს, ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური, არასაბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორებით ისარგებლოს, განახორციელოს და მიიღოს სწრაფი, უსაფრთხო და მოქნილი საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში.
2023 წელს ტერაბანკის ინიციატივით შეიქმნა საქმიანობების გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების გაციფრულების მარტივად და ეფექტიანად განხორციელებაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში, ბიზნესპროცესების ნაკლები დანახარჯებითა და მეტი შედეგიანობით წარმართვაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ პლატფორმისა და, ზოგადად, SaaS ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ტერაბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი თანამშრომლობები დაიწყო საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთანაც. მათ შორის იყო ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA. საგულისხმოა, რომ მასში საქართველოდან პირველად ტერაბანკი ჩაერთო. პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. იგი ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. NASIRA დაეხმარება ტერაბანკს, გააფართოოს დაკრედიტება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეწარმეების საქმიანობების ხელშეწყობას ემსახურებოდა საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-იც, რომელიც ტერაბანკის მხარდაჭერით და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ჩატარდა.
საგულისხმოა, რომ ტერაბანკის ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებამ აღიარება გასულ წელსაც მოიპოვა. პროექტი „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2022, კატეგორიაში „კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე“, გამორჩეულ პროექტად დასახელდა. ინიციატივა ბიზნესკლიენტების მხარდაჭერას, ონლაინსივრცეში მათი საქმიანებობის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ემსახურებოდა.
ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით განხორციელებულმა საქმიანობამ გლობალური აღიარებაც მიიღო. პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Global Banking & Finance Review-მ ტერაბანკი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის (Fastest Growing SME Bank Georgia 2023) კატეგორიაში დააჯილდოვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გასულ წელს ტერაბანკმა გადადგა, ახალი MSME სტრატეგიის შემუშავება იყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით განხორციელდა და დაეხმარა ტერაბანკს, ხელახლა განესაზღვრა პოზიციები ბაზარზე, შეექმნა სერვისის მოდელი, რომელიც MSME სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და განვითარებას, მათ მიერ დასახული მიზნების ეფექტიან მიღწევას ემსახურება. ამ სტრატეგიის შესრულება, ბიზნესკლიენტებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.