უკან დაბრუნება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ცვლილება შედის

სიახლეები 20 დეკემბერი 2023

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში  დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი