ტერაბანკის მომხმარებლებს, რომლებიც გზავნილებს ინტერნეტბანკით ინაღდებენ, ახალი აქციით სარგებლობა შეუძლიათ.
ამიერიდან ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ინტერნეტბანკით დღეში ერთი გზავნილით 300 ერთეულ (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) ან მეტ თანხას გაინაღდებს, კვირის ბოლოს 20 ლარის ტერა ქულებს მიიღებს.
ტერა ქულები მომხმარებელს ყოველ პარასკევს დაეირცხება, მათი რაოდენობის შესახებ კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობება. დაგროვილი ტერა ქულებით ის კომუნალური გადასახადების გადახდას, მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებას ან სასურველ ანგარიშზე მათ განაღდებას შეძლებს.
ინტერნეტბანკით გზავნილების განაღდების აქცია 19 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მეტი ინფორმაცია ტერა ქულების შესახებ: ტერა ქულები | ტერაბანკი (terabank.ge)
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.