უკან დაბრუნება

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის პარტნიორობით, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი გაიმართა

სიახლეები 19 დეკემბერი 2023

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის სპონსორობით, თბილისში აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი ჩატარდა. 

ღონისძიებამ 200-მდე დამსწრე — ფერმერები, მწარმოებლები, ტექნოლოგიური მეწარმეები, სტარტაპები, ინვესტორები, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა. ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებსა თუ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან სასარგებლო რეკომენდაციები მიეღოთ, აქტუალური საკითხების შესახებ პანელური დისკუსიებისთვის მოესმინათ და ახალი კავშირები დაემყარებინათ. საგულისხმოა, რომ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი სტარტაპების პრეზენტაციებსა და ქართული აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენას დაეთმო.

ტერაბანკის ერთ-ერთი მიზანი აგრარულ სფეროში მრავალფეროვანი ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაა. შესაბამისად, ფორუმის მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გამოხატა იმ ბიზნესების ხელშეწყობა, რომლებიც აგრომიმართულებით საქმიანობენ. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროს მიერ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით. ტერაბანკსა და ტერა ლიზინგთან ერთად, ფორუმის პარტნიორებს წარმოადგენდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Future Agro Challenge Georgia.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი