პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Global Banking & Finance Review-მ ტერაბანკი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის (Fastest Growing SME Bank Georgia 2023) კატეგორიაში დააჯილდოვა.
მცირე და საშუალო ბიზნესი ტერაბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ გლობალური მასშტაბით ბანკის ამ კატეგორიაში გამორჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტერაბანკი არა მარტო ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს, არამედ მუდმივად ზრუნავს მათი საქმიანობების გაფართოებისა და განვითარების მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებაზე.
პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა Global Banking & Finance Review გლობალურ ფინანსურ ტენდენციებსა და მოვლენებს აშუქებს. პრემია Global Banking & Finance Awards კი მედიასაშუალების მიერ ყოველწლიურად, სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა. ჯილდო გლობალურ საფინანსო საზოგადოებაში ხელშესახები და პროგრესული ცვლილებების, ინოვაციების, მიღწევებისა და სტრატეგიების აღიარებას ემსახურება. მისი დაწესების მიზანი კი კომპანიების წვლილის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის აღიარებაა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.