უკან დაბრუნება

ტერაბანკი FMO-ს საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას იწყებს

სიახლეები 10 ნოემბერი 2023

ტერაბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ში ჩაერთო. პროგრამა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. იგი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ  შეთანხმებაზე ოფიციალური ხელმოწერა 9 ნოემბერს გაიმართა. დოკუმენტს ხელი ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და ნიდერლანდების განვითარების ბანკის პროგრამა NASIRA-ს მენეჯერმა, ანელოეს მულინკ-ბოსმა მოაწერეს. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს  ხშირად აწყდებიან. 

ტერაბანკს FMO-სთან დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. ახალი პროგრამა ბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააძლიეროს მისი სტრატეგიული სეგმენტის — მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი