ჩვენი ახალი პროდუქტის დახმარებით, საცხოვრებელი ბინის ან სახლის შეძენა ძველის სანაცვლოდ უკვე მარტივია. „გადადი ახალ ბინაში“ სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა და მისი უპირატესობა ორი პარალელური — დროებითი და ძირითადი სესხების ერთდროულად გაცემაა.
მიღებული თანხით მომხმარებელი სასურველ უძრავ ქონებას შეიძენს და საკუთარი, არსებული ბინის რეალიზაციისთვის მას დამატებითი დრო, 6 თვე მიეცემა, რის შემდეგაც სრულად უნდა დაფაროს დროებითი სესხი.
პროდუქტის დამატებითი უპირატესობა მისი პირობებია: ძირითადი სესხი სტანდარტული იპოთეკური სესხის პირობებით გაიცემა, დროებითი კი — შემოსავლების შესწავლის გარეშე. დროებითი სესხის საპროცენტო განაკვეთი 0%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 7.1%-დან, გაცემის საკომისიო - 3%, დაფარვის პირობა კი - ვადის ბოლოს.
მომხმარებელი, რომელიც ახალი პროდუქტით ისარგებლებს, უძრავი ქონების შეძენას როგორც სამშენებლო კომპანიისგან, ისე ფიზიკური პირისგან შეძლებს. სესხი ლარში, აშშ დოლარსა და ევროში გაიცემა.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.