უკან დაბრუნება

ფულადი გზავნილები ინტერნეტბანკში — ახალი სერვისი ტერაბანკის მომხმარებლებისთვის

სიახლეები 10 ოქტომბერი 2023

ტერაბანკი მომსახურების ციფრული არხების განვითარებას განაგრძობს და მომხმარებლებს კიდევ ერთ სერვისს — ინტერნეტბანკით ფულადი გზავნილების მიღებასა და გაგზავნას სთავაზობს.

ახალი მომსახურება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანხა დისტანციურად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე მიიღონ ან გაგზავნონ. ამასთან, ინტერნეტბანკის სერვისი ტერაბანკში არსებულ ყველა ტიპის ფულად გზავნილზე ვრცელდება, ხოლო თუ მომხმარებელი თანხას სხვა ვალუტაში გაინაღდებს, ის ტერაბანკისგან კონვერტაციის სპეციალური კურსითაც ისარგებლებს. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, გზავნილების მიღებისა თუ გაგზავნის ისტორია და თითოეული მათგანის დეტალები ინტერნეტბანკშივე, ნებისმიერ დროს ნახონ. გზავნილის ლიმიტი როგორც გაგზავნის, ისე მიღების შემთხვევაში ჯამურად 15 000 ლარი ან მისი შესაბამისი ეკვივალენტია.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი