უკან დაბრუნება

Saasargeblo.ge — მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა ტერაბანკისგან

სიახლეები 22 სექტემბერი 2023

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და მათი საქმიანობის გაციფრულებისთვის სპეციალური პლატფორმა Saasargeblo.ge შევქმენით, რომელიც 19 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ წარვადგინეთ. 

პლატფორმა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების გაციფრულების მარტივად და ეფექტიანად განხორციელებაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში, ბიზნესპროცესების ნაკლები დანახარჯებითა და მეტი შედეგიანობით  წარმართვაში დაეხმარება. პლატფორმაზე ვიზიტორებს SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგი დახვდებათ. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეეძლებათ. 

პროექტი როგორც ბიზნესსექტორში, ისე მთლიანად ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება და უშუალოდ ონლაინპლატფორმის ფუნქციონირების გარდა, სამომავლოდ უფასო და ღია ღონისძიებებს, შეხვედრებსა და კონსულტაციებსაც გააერთიანებს. 

Saasargeblo.ge-ს წარდგენის ღონისძიებაზე ტერაბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიზანიც SaaS ეკოსისტემის განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქმიანობის გაციფრულების ხელშეწყობაა. დასკვნითი ნაწილი კი ქართული სტარტაპების პრეზენტაციას დაეთმო. Quickshipper-მა, Retain-მა, self.ge-მ, signify-მ, calen ai-მ და helio ai-მ, რომლებიც Saasargeblo.ge-ს საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობენ, ჩვენს ბიზნესკლიენტებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი პროდუქტები და სერვისები წარუდგინეს. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი