Mastercard-მა და Wolt-მა სასკოლო სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლებს ახალი აქცია მოუმზადეს.
შეთავაზების ფარგლებში, ტერაბანკის Mastercard ბარათების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ 50%-იანი ქეშბექი Wolt-ის ანგარიშზე, მინიმუმ 40-ლარიანი შეკვეთის განთავსებისას. შეთავაზება მოქმედებს შემდეგ კატეგორიებზე: ფარმაცევტული პროდუქტები, სურსათი, ჯანმრთელობა და თავის მოვლა, შინაური ცხოველების პროდუქტები. აქციის ფარგლებში ქეშბექით სარგებლობა მაქსიმუმ 5-ჯერ იქნება შესაძლებელი.
ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 100 ლარს შეადგენს. დაბრუნებული თანხის გახარჯვა კი მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
შეთავაზება მოქმედებს 14 სექტემბრის ჩათვლით.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.