უკან დაბრუნება

გაიაქტიურე ტერასაფულე ინტერნეტბანკში და დააგროვე მეტი ყოველ გადახდაზე

სიახლეები 19 ივნისი 2023

დღეიდან ტერასაფულეს გააქტიურება უკვე ინტერნეტბანკიდანაც არის შესაძლებული. ტერასაფულეს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მარტივად დააგროვოს თანხა საანაბრე ანგარიშზე, სადებეტო ბარათით შესრულებული ყოველი ტრანზაქციით. 

პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია შემნახველი, უნივერსალური ან ზრდადი ანაბრით სარგებლობა. დაგროვების თანხა თითოეულ გადახდაზე შეიძლება იყოს 0.25, 0.5, 1, 2, 3, 4, 5 და ნებისმიერი 5–ის ჯერადი რიცხვი 100-მდე როგორც ლარში, ისე აშშ დოლარსა და ევროში - ანაბრის ვალუტის შესაბამისად. თანხის დაგროვება შესაძლებელია პოსტერმინალზე, ბანკომატით ან ონლაინ შესრულებულ გადახდებზე. 

ინტერნეტბანკით ტერასაფულის გააქტიურების მსგავსად, ფუნქციონალში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სერვისი უფასოა, მისი ვადა და სარგებლის გატანის პირობა კი იმ ანაბრის ვადასა და პირობას შეესაბამება, რომელზეც პროდუქტია მიბმული. ანაბრის დარღვევის ან დახურვის შემთხვევაში  ტერასაფულის სერვისი ავტომატურად გაუქმდება.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი