ტერაბანკის ტერა ქულების დაგროვების პროგრამას ახალი ფუნქციონალი დაემატა. ამიერიდან მომხმარებლებს დაგროვებული ტერა ქულების სასურველ ანგარიშზე განაღდების შესაძლებლობაც ექნებათ.
ამ დრომდე ტერა ქულებით მხოლოდ მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება და კომუნალური გადასახადები გადახდა იყო შესაძლებელი. ახალი ფუნქცია კი პროგრამის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულსა და მრავალფეროვანს ხდის.
ტერა ქულების გასანაღდებლად მომხმარებელი ინტერნეტბანკში, „ჩემი პროდუქტების“ განყოფილებაში უნდა შევიდეს, ქვემენიუში ჯერ ტერა ქულები, მერე კი განაღდება შეარჩიოს და მიუთითოს ანგარიში, რომელზეც თანხის მიღება სურს.
უცვლელი რჩება ტერა ქულების დაგროვების პრინციპი: მასში ჩართვისთვის მომხმარებელი მიმდინარე, საბარათე ან მოთხოვნამდე ტიპის ანაბრის აქტიური ანგარიშით უნდა სარგებლობდეს და ფლობდეს შემდეგ პლასტიკურ ბარათებს: Visa/MC Travel, Visa/MC Next, Visa/MC Next Up, Visa/MC Gold, Visa Platinum, Visa Infinite და Junior Card.
პროგრამაში მომხმარებელი ავტომატურად ერთვება, ტერა ქულებს კი ნებისმიერი ბანკის პოს-ტერმინალით როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისას აგროვებს. ანგარიშსწორების მინიმალური თანხა 5 ლარია და მასზე მომხმარებელს 1 ტერა ქულა ერიცხება. 5 ლარის ზემოთ თითო ლარზე კი თითო ტერა ქულა ირიცხება.
ტერა ქულების დარიცხვა ყოველი პარასკევი დღის ბოლოს ხდება და მათი გამოყენება დარიცხვისთანავეა შესაძლებელი. 300 ტერა ქულა 1 ლარს შეადგენს. დეტალური ინფორმაცია ტერა ქულების შესახებ: ტერა ქულები | ტერაბანკი (terabank.ge)
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.