უკან დაბრუნება

აქცია ბიზნესებისთვის დოლარში შესრულებულ გადარიცხვებზე

სიახლეები 23 მაისი 2023

15 მაისიდან ტერაბანკი ბიზნესებს ახალ აქციასა და მსოფლიოს 112 ქვეყანაში დოლარში გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე სთავაზობს. პირობები 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დოლარში შესრულებულ გადარიცხვებზე მოქმედებს. 

Visa B2B Connect პლატფორმა სწრაფ, მოქნილ და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სერვისს წარმოადგენს. იგი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ დღესდღეობით ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური, არასაბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების მომსახურებით, განახორციელონ და მიიღონ უსაფრთხო და მოქნილი საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 112 ქვეყანაში. Visa B2B Connect ტრადიციული მეთოდებისგან უპირველესად სისწრაფით განსხვავდება: მისი დახმარებით, ტრანზაქციები, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე, 1-2 სამუშაო დღეში აისახება.*

ტერაბანკი პირველი ბანკია, რომელმაც Visa-სთან პარტნიორობით, საქართველოში Visa B2B Connect პლატფორმა დანერგა. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც დისტანციურად — ინტერნეტბანკითა და მობილური აპლიკაციით, ისე ფილიალებში ვიზიტით. 

*გადახდები სრულდება 1-2 სამუშაო დღეში და დამოკიდებულია სამუშაო საათებზე, დასვენების დღეებზე, ანგარიშსწორების ვალუტასა და დანიშნულების ქვეყანაზე. გადახდები ასევე ექვემდებარება რეგულაციებთან შესაბამისობასრამაც შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი