უკან დაბრუნება

ტერაბანკმა FMO-სთან 45 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

სიახლეები 19 მაისი 2023

ტერაბანკმა ნიდერლანდების განვითარების ბანკთან 45 მილიონი ლარის მოცულობის გრძელვადიანი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. მიღებული დაფინანსება ტერაბანკის პრიორიტეტული მიმართულებების - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება.

ახალი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიდერლანდების განვითარების ბანკის მიერ ტერაბანკისა და საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული დაფინანსება საქართველოში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.

ტერაბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის გრძელვადიან ურთიერთობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. ბანკმა FMO-სგან 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია გასულ წელსაც მიიღო.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი