უკან დაბრუნება

ტერაბანკმა საერთაშორისო ანგარიშსწორების პლატფორმა Visa B2B Connect საქართველოში პირველმა დანერგა

სიახლეები 10 მაისი 2023

ტერაბანკისა და Visa-ს პარტნიორობით, საქართველოში პირველად Visa B2B Connect პლატფორმა დაინერგა. პლატფორმა ტერაბანკის ნებისმიერ ბიზნესკლიენტს საშუალებას აძლევს, დღესდღეობით ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური, არასაბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების მომსახურებით ისარგებლოს, განახორციელოს და მიიღოს უსაფრთხო და მოქნილი საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში. 

Visa B2B Connect უპირველესად სისწრაფით გამოირჩევა. მისი დახმარებით, ტრანზაქციები, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე, 24-48 საათში აისახება. სერვისი ტერაბანკის მომხმარებლებისთვის როგორც დისტანციურად — ინტერნეტბანკითა და მობილური აპლიკაციით, ისე ფილიალებში ვიზიტითაა შესაძლებელი.

ტერაბანკისთვის ბიზნესკლიენტების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. მათი საქმიანობების განვითარების მიზნით,  ბანკი უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური, მოქნილი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებასა და გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს. Visa B2B Connect  პლატფორმის დანერგვა ხელს შეუწყობს როგორც ტერაბანკის ბიზნესკლიენტების, ისე მთლიანად ქვეყნის საფინანსო სფეროსა და ბიზნესსექტორის გაძლიერებას. 

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი