უკან დაბრუნება

ტერაბანკის Visa ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

სიახლეები 04 მაისი 2023

Visa-მ Visa ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. გათამაშების პირობების მიხედვით, 31 მაისის ჩათვლით, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც Apple Pay-ს, Google Pay-ის ან Garmin Pay-ის მეშვეობით Visa ბარათით გადაიხდის, თითოეულ 40-ლარიან ან სხვა ვალუტაში შესრულებულ მის ეკვივალენტ ტრანზაქციაზე ერთ ვირტუალურ ბილეთს მიიღებს და გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება. საბოლოო გამარჯვებულები კი 23 ივნისს, 15:00 საათზე, Visa-ს ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირ ეთერში, თავად Visa-ს მიერ გამოვლინდებიან.

აღსანიშნავია, რომ დოლურიდან, შემთხვევითობის პრინციპით, სულ 35 პრიზი გათამაშდება. პირველი 20 გამარჯვებული საჩუქრად მე-3 კატეგორიის პრიზს — საქართველოს სასტუმროების - ყაზბეგის რუმსის, წინანდლის რადისონ ქოლექშენისა და ბათუმის რადისონ ბლუ ივერიას 2-ადგილიან ვაუჩერებს მიიღებს, მომდევნო 12 გამარჯვებული მე-2 კატეგორიის პრიზებით — დუბროვნიკში, ნეპალში, მალტა-სიცილიაზე, იბიცაზე, ამალფი-პოზიტანოში, გოასა და შრი-ლანკაში 2 ადამიანზე მოგზაურობით დაჯილდოვდება, ბოლო 3 გამარჯვებული კი 1-ელი კატეგორიის სუპერპრიზებს — ტანზანიაში, ბარსელონაში, ნორვეგიასა და კუბაში მოგზაურობის 2-ადგილიან ვაუჩერს მიიღებს. 

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან, ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქესთან გათანაბრებული რეზიდენტია. გათამაშებაში ვერ ჩაერთვებიან Visa-ს, პარტნიორი ან ორგანიზატორი ორგანიზაციის, პარტნიორი ბანკის, დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომელი ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ის პირები, რომლებსაც გათამაშებაში მონაწილეობა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე POS ტერმინალიდან მხოლოდ 3 გადახდის აღრიცხვაა შესაძლებელი. თავად ტრანზაქციების რაოდენობა კი გათამაშების პერიოდში შეუზღუდავია. 

გათამაშება არ ვრცელდება 31 მაისის შემდგომ გადახდებზე, ასევე პირდაპირ პლასტიკური ბარათით შესრულებულ ტრანზაქციებზე, ბანკომატიდან თანხის გატანაზე, ბარათის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე, სატელეფონო ანგარიშის შევსებასა და კომუნალურ თუ სხვა გადასახადებზე, აზარტულ თამაშებში მონაწილეობასა და ნებისმიერ უკანანო ტრანზაქციაზე. გამარჯვებულებს ტერაბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება. მათ შესახებ ინფორმაცია 2 დღის განმავლობაში ვებგვერდზე www.visa.com.ge განთავსდება.

დეტალური ინფორმაცია გათამაშების პირობებისა და მექანიკის შესახებ: https://bit.ly/423av9H

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი