ტერაბანკი აანონსებს Visa B2B connect-ის პლატფორმის დანერგვას Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში და სულ მალე ბიზნესკლიენტებს ყველაზე სწრაფ, მოქნილ და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სერვისს შესთავაზებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ტერაბანკისთვის, ვინაიდან ის არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც Visa-ს უახლეს პლატფორმას Visa B2B Connect-ს გამოიყენებს.
“ჩვენი მიზანია, რომ ტერაბანკის კლიენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ უახლესი, გამჭირვალე და ყველაზე ინოვაციური სევრისებით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ რომ Visa B2B Connect-ის პლატფორმაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და ჯანსაღი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კორპორატიული კლიენტებისთვის. ტერაბანკის გაწევრიანება B2B Connect-ის პლატფორმაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს ციფრული ინოვაციების მიმართულებით და უცხოური ბიზნესების დაინტერესებასა და პარტნიორობის შესაძლებლობას საქართველოში.“ - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.
Visa B2B Connect არის ყველაზე ინოვაციური, არა საბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, Visa B2B Connect არის ყველაზე სწრაფი ანგარიშწორების სერვისი, ვინაიდან ასახავს ტრანზაქციებს 24-დან 48 სთ-ის მონაკვეთში, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს უპირობო კონკურენტულ სარგებელს ყველა კლიენტისთვის, ვინაიდან სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება როგოც დისტანციურად, ტერაბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე ტერაბანკის ფილიალებში.
ტერაბანკი 1999 წლიდან ქართულ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. მისი მისიაა, გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შეუწყოს მეწარმეებს, მათთან დასაქმებულ ადამიანებსა და მათ მომხმარებლებს ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში. Visa B2B Connect-ის დანერგვით, ტერაბანკი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ერთგულებას ინოვაციებისადმი და უზრუნველყოფს უმაღლესი დონის მომსახურებას მცირე, საშუალო და მსხვილი კორპორატიული კლიენტებისთვის.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.