ტერაბანკში დაიწყო აქცია ვადიანი ტიპის ანაბრებზე, აქციის პირობები ლართან ერთად უკვე უცხოურ ვალუტაზეც ვრცელდება. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც 31 მაისის ჩათვლით აშშ დოლარისა და ევროს ვალუტაში ვადიანი ტიპის ანაბარს გახსნის, პროდუქტით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში დამატებით 1%-ს მიიღებს.
აქცია ვრცელდება საბავშვო, ვადიან, ზრდად და Flex ანაბრებზე. ასევე, დისკონტურ და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატებზე.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტერაბანკის ვებსაიტზე, სასურველი ანაბრის შესაბამის განყოფილებაში.
დაინტერესებულ პირებს ვადიანი ანაბრის გახსნა ბანკის ვებგვერდზე, ინტერნეტ ან მობაილბანკითა და ტერაბანკის ფილიალებში სტუმრობით შეუძლიათ.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.